ანხელიკას ცოდვა (ესპ.Angélica Pecado) — ვენესუელურიტელენოველა, გადაღებული 2000 წელს. პრემიერა გაიმართა ტელეკომპანია RCTV-ის ეთერში. სერიალის იდეის ავტორი და შემქმნელია მარტინ ჰანი.
დელ ავილების ოჯახი ფლობს სასტუმროს, რომელიც დაყოფილია ორ ბანაკად: ისინი, ვისაც სურთ გაყიდონ გარკვეული ღირებულების მიწის ნაკვეთი და ისეთებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ. დიეგო დელ ავილა სასტუმროს მმართველად გამოაცხადებს თავის ძმას როდრიგო კორდოვას, მაგრამ იგი საეჭვოდ მოკლეს. ამის შემდეგ იწყება სისხლიანი ბრძოლა ოჯახების ინტერესებს შორის.
ანხელიკა არის ახალაგზრდა ქალი, რომელიც მუშაობს მოკლული როდრიგო კორდოვას შვილის მარსელოს სახლში. იგი ცდილობს, შეცვალოს კონფლიქტის კურსი. მარსელოს უყვარს ანხელიკა, მაგრამ კაპიტალის გაუმჯობესების მიზნით იძულებულია, რომ ცოლად მოიყვანოს მალენა ვალეჰო, ბიზნესმენის უგო ვალეჰოს ქალიშვილი. უგო ვალეჰოს კი, თავის მხრივ, ყოველთვის სურდა, განედგურებინა დელ ავილების სასტუმრო.
ფილმში ჩნდება იდუმალი მკვლელი ყვავი (El Cuervo), რომელსაც შავი ფორმა აცვია და ყვავის ნიღაბი უკეთია. იგი მოქმედებს გარკვეული მიზეზებითა და მოტივებით.